ალეკო ელისაშვილი - რაში ხარჯავენ პარლამენტში ბენზინს, ხომ არ ტაქსაობენ, ეს გვაქვს გასარკვევი

პარლამენტში ბენზინს რაში ხარჯავენ, ხომ არ ტაქსაობენ, ეს გვაქვს გასარკვევი, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ის და მისი თანაპარტიელი ლევან იოსელიანი დეპუტატის პრივილეგიით არ სარგებლობენ.

მათ თვიდან თვემდე 700 ლიტრი საწვავი უნდა ჰქონოდათ, რაც კატასტროფულად ბევრია და უარი თქვეს.

„ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდიოდი და დავდივარ. არანაირი პრივილეგიით არ ვსარგებლობ. ლევან იოსელიანი არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მაგრამ ნახეთ, რომელი პრივილეგიით სარგებლობს. მანქანა უნდა მომსახურებოდა - უარი ვთქვით; სურვილის შემთხვევაში დაცვა უნდა ჰყოლოდა - უარი ვთქვით; 700 ლიტრი ბენზინი უნდა გვქონოდა თვიდან თვემდე - უარი ვთქვით. ეს კატასტროფულად ბევრია, რაში ხარჯავენ, ხომ არ ტაქსაობენ, ეს გვაქვს გასარკვევი. არანაირი პრივილეგიით არ ვსარგებლობთ. ჩემთვის, ჩვენი პარტიისთვის თანამდებობა იზომება პასუხისმგებლობით. მე პირადად ერთი ციდა ოთახი მაქვს. ერთი კომპიუტერი მიდგას და ვმუშაობ“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს