ბადრი ჯაფარიძე - საქართველომ შესაძლებელია მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი

„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, განაცხადა, რომ საქართველომ შესაძლებელია ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი მოიპოვოს.

მისი თქმით, ეს სტატუსი საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების იქნება, რომელიც ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.

„დღეს ბრიუსელში გახმოვანდა ახალი ინიციატივა, რომ შემოიღონ საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის (ისე როგორც არსებობს საგზაო რუკა ნატოს წევრობისთვის) და ეს იქნება წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს შუალედურ სტატუსს ევროკავშირის წევრობისთვის, რომელიც შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს. ამ სტატუსით საქართველოს ახალი შესაძლებლობები ექნება და ეს სრულად ახალი ეტაპია ქვეყნისთვის, რომელიც დაგვეხმარება უდიდესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში და ნამდვილად შეუქმნის კეთილდღეობას საქართველოს მოქალაქეებს.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაჩვენოთ, ჩვენს უერთგულეს მეგობრებს, რომ მათ ოპოზიციის სახით ჰყავთ საიმედო და ერთგული საყრდენი და საიმედო პარტნიორი, რომ ჩვენ შევძლოთ ძალიან საინტერესო იდეების განხორციელება და გაცილებით სწრაფად ვიმოძრავებთ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ვიდრე ეს წარმოგვედგინა“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს