გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აპრილს 10:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტთა ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება - თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, ყუდრო, ზურაბები, საჯინიბო და მიმდებარე სოფლებს; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ქსანი, ქანდა, აღდგომლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მამკოდაში, გლდანსა და მიმდებარე სოფლებში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია