აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წელსაც მეთხილე ფერმერების ჩართულობით წარიმართება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მავნებლის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებები თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრ ფერმერებთან ერთად განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლა სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს.

„ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მეთხილე ფერმერების ჩართულობა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან კოორდინირებული მუშაობა წელსაც პრიორიტეტულია. აქტიურად გრძელდება საინფორმაციო კამპანია, რაც ფერმერების ცოდნის გაღრმავებას გულისხმობს.

ასოციაციაში სახელმწიფოსთან თანამშრომლობას წარმატებულად აფასებენ, რაც 2020 წლის თხილის მოსავლის მაჩვენებლებზეც აისახა. ფერმერები მიმდინარე წელსაც კარგ მოსავალს პროგნოზირებენ“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა