ირაკლი კობახიძე - ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის - „ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში

ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბრიუსელში ვიზიტის აჯამებს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს.

„დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს, ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის, ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს, ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.

ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.

„ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“, - წერს კობახიძე.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო