ევროკავშირმა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს 246000 დოლარის ღირებულების ლაბორატორიული აღჭურვილობა გადასცა

ევროკავშირმა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ეფექტური გამოძიების ხელშეწყობის მიზნით, ლაბორატორიული აღჭურვილობა გადასცა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 246,000 USD-ის ღირებულების ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრის (GC-MS) სისტემა ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს სპეციალური კვლევების ჩატარებასა და დანაშაულის ეფექტურ გამოძიებაში. მათივე ცნობით, აღნიშნული დახმარება განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “SAFE”-ის ფარგლებში, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისთან (UNOPS) პარტნიორობით. გადაცემის ცერემონიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, სიგრიდ ბრეტელი და შს სამინისტროს, ევროდელეგაციისა და UNOPS-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ეფექტიანი სამართალდამცავი სისტემა ყველა სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ როგორ გამოიყენება ევროკავშირის მიერ გაეროს პროექტების მომსახურების ოფისთან (UNOPS) პარტნიორობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემული აღჭურვილობა დანაშაულის გამოძიების პროცესში. ეს არის დიდი პროგრამის - SAFE-ის ნაწილი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებას ემსახურება. ეს პროგრამა, რომელშიც ევროკავშირმა 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ორი წლის წინ დაიწყო. ის მიზნად ისახავს სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და ტექნიკურ აღჭურვას“, - განაცხადა ბრეტელმა.

გიორგი ბუთხუზმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის დამხარების მნიშვნელობას და აღწერა რა მიმართულებით იყო შესაძლებელი სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესება ქრომატოგრაფ/მას-სპექტორმეტრის გამოყენებით.

„საქართველოში 2019 წლიდან მოქმედი პროგრამა SAFE-ს ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს გადმოეცა მას- სპექტრომეტრი. აღნიშნული მოწყობილობა იძლევა საშუალებას უმაღლესი სტანდარტებით და უმოკლეს ვადებში დადგენილი იქნას, როგორც ნარკოტიკული, ისევე ასაფეთქებელი საშუალებების კვალი. ასევე განხორციელდეს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება ხანძრების, გარემოს დაცვითი ზედამხედველობისა და ანალიზის განხორციელების მიმართულებით. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება ერთ-ერთი პრიორიტეტია შინაგან საქმითა სამინისტროსთვის და ჩვენ ყოველწლიურად ვიღვწით საერთაშორისო სტანდარტის მიღწევისთვის“, - აღნიშნა გიორგი ბუთხუზმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ღონისძიებისას მონაწილეებმა დაათვალიერეს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მთავარ ლაბორატორია და გაეცნენ თუ როგორ ტარდება სპეციალური კვლევები სხვადასხვა სუბსტანციის იდენტიფიცირებისთვის გაზის ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრის (GC-MS) სისტემის გამოყენებით. მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიების მსგავსად, აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა, მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენა, ხანძრის შემთხვევების გამოძიება, გარემოსდაცვითი ანალიზი, ასაფეთქებელი საშუალებების დადგენა და უცნობი ნიმუშების იდენტიფიცირება. აღნიშნული სისტემის მეშვეობით, შსს შეძლებს კვლევის შედეგები ერთ საათზე ნაკლებ დროში მოამზადოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამინისტროს ტექნიკურ შესაძლებლობებს მაღალხარისხიანი და სწრაფი საექსპერტო გამოძიების უზრუნველყოფით.

„UNOPS-ი მოხარულია, რომ წარმატებით უზრუნველყო „GC-MS“ სისტემის შესყიდვა და მონტაჟი, რომელიც უკვე სრული დატვირთვით გამოიყენება შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში და საშუალებას აძლევს უწყებას, განახორციელოს მაღალი ხარისხის საექსპერტო კვლევები. გასულ წელს პროექტის დაწყებიდან დღემდე, სამინისტროსთვის ჩვენ უკვე შევიძინეთ სამი ტიპის აპარატურა, საერთო ღირებულებით 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონიტორინგის შედეგები უკვე გვიჩვენებს სამინისტროს ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და საქართველოს შს სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და პროექტის უწყვეტი მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნა UNOPS-ის პროექტის მენეჯერმა ელენე ალადაშვილმა.

GC-MS სისტემა, რომელიც საექსპერტო კრიმინალისტიკაში „ოქროს სტანდარტად“ არის მიჩნეული, შეძენილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის SAFE პროგრამის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციურ და ტექნიკურ გაძლიერებას. პროექტის განმახორციელებელია UNOPS-ი და ის მიზნად ისახავს ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობას. პროექტი განსაზღვრავს სპეციფიკურ საჭიროებებს და შეიძენს თანამედროვე ტექნოლოგიას, რაც აუცილებელია უსაფრთხოების სექტორის განსაზღვრული აქტორების ინსტიტუციური და ოპერაციული შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ევროკავშირის SAFE პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია პროექტის განხორციელების პროცესში.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა