მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნა შესაძლოა, გადაიდოს

მეტროსადგური „გოცირიძე“ დაანონსებულ ვადაში ვერ გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, „გოცირიძის“ რეაბილიტაციის ვადა დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებიდან გამომდინარე გახანგრძლივდა.

„მეტროსადგურის გახსნა შესაძლოა გადაიდოს, რადგან მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გაირკვა, რომ გარკვეული დამატებითი მოცულობითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებს ის კომპანია, რომელიც არის კონტრაქტორი, შესაბამისად, დამატებით გახდა სხვა კომპანიისთვის ტენდერის გამოცხადება საჭირო. „სატრანსპორტო კომპანია“ ემზადება ტენდერის გამოსაცხადებლად. როცა შეირჩევა კომპანია და დაიდება ხელშეკრულება, მისი გაფორმების შემდეგ განისაზღვრება სამუშაოების განხორციელების ვადებიც. როდის გამოცხადდება ტენდერი ჯერჯერობით არა დაზუსტებული. რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, ტექნიკური სამუშაოებია შესასრულებელი, მოცულობითი სამუშაოები სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სხვა კომპანიის შერჩევა და შესაბამისად, დამატებითი თანხის გამოყოფაც. ახლა მიმდინარეობს იმ სამუშაოების ჩატარება, რაც შესაძლებელია რომ ჩატარდეს“, - განაცხადეს „სატრანსპორტო კომპანიაში“.

მათივე თქმით, ჯერჯერობით, უცნობია მეტროსადგურის გახსნა კიდევ რამდენ ხანს გადაიწევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო