“საყდრისის კომიტეტი“ - თეა წულუკიანმა ნიკოლოზ ანთიძე თანამდებობიდან ერთ-ერთი ვერსიით, გელათის საკითხის გამო გაათავისუფლა

“საყდრისის კომიტეტი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე თანამდებობიდან, ერთ-ერთი ვერსიით, გელათის საკითხის გამო გაათავისუფლა.

“საყდრისის კომიტეტი“ მოუწოდებს თეა წულუკიანს, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი და გელათის, ხელოვნების მუზეუმისა და ქართული საგანძურის ბედით დაინტერესების პარალელურად, დაიწყოს საყდრისის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესწავლა.

“21 აპრილს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე. აქამდე უცნობია, რა გახდა ამ საკადრო გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი, თუმცა ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ნიკოლოზ ანთიძის თანამდებობიდან გათავისუფლება გელათის საკითხს უკავშირდება.

ვინაიდან ეს გადაწყვეტილება „საყდრისის კომიტეტისთვის“ ქმნის სრულიად ახალ მოცემულობას, მოვუწოდებთ კულტურის მინისტრს გამოიჩინოს გამბედაობა, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი და გელათის, ხელოვნების მუზეუმისა და ქართული საგანძურის ბედით დაინტერესების პარალელურად, დაიწყოს საყდრისის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესწავლა“, - აღნიშნულია „საყდრისის კომიტეტის“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა