ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამომრჩევლის მიერ მოცემული ხმებით დეპუტატმა სახელმწიფოს წინაშე „ძირგამომთხრელი საქმიანობა არ უნდა აწარმოო“

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამომრჩევლის მიერ მოცემული ხმებით დეპუტატმა სახელმწიფოს წინაშე ძირგამომთხრელი საქმიანობა არ უნდა აწარმოო.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია დეპუტატების ელენე ხოშტარიას, თამარ კორძაიასა და ზურა გირჩი ჯაფარიძის მიმართვასთან დაკავშირებით რა განმარტებას გააკეთებს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად ვერ ვსჯელობ, მაგრამ მათი მანდატები უკვე აღიარებულია. აქედან გამომდინარე, ეს ის კოლიზიაა, რაზეც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტება გააკეთოს და გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს. რას იტყვის უნდა დაველოდოთ. კონსტიტუციაში ორმაგი ჩანაწერია - ერთი მხრივ, ადამიანს უფლება აქვს, რომ მანდატი დატოვოს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩანაწერია, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა დადგენილებით ძალაში უნდა შეიტანოს. ვნახოთ, საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება იმას რამდენად სწორია, პარლამენტმა უფლებამოსილება რომ არ შეუწყვიტათ, გეტყვით, რომ ამომრჩევლის მიერ მოცემული ხმებით სახელმწიფოს წინაშე ძირგამომთხრელი საქმიანობა არ უნდა აწარმოო, ჩემთვის ეს არის სწორი დამოკიდებულება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, დღეს პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე მსჯელობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს