ირაკლი ქადაგიშვილი - მელანი შემშრალი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოდან გაფრენილი არ იყო, რომ ოპოზიციამ ათასგვარი სპეკულაციები დაიწყო

მელანი შემშრალი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოდან გაფრენილი არ იყო, რომ ოპოზიციამ ხელშეკრულების გარშემო ათასგვარი სპეკულაციები დაიწყო, - ასე უპასუხა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროპარლამენტარების მიერ ოპოზიციისადმი მედიატორის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით მოწოდებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ოპოზიციის ერთ ნაწილს კვლავ ყველანაირი ძალით სურს, რომ შეთანხმება ჩაიშალოს.

„მათ სურთ შეთანხმებას ჩრდილი მიადგეს, ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობა შეიქმნას და გაღრმავდეს. მელანი შემშრალი არ იყო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოდან გაფრენილი არ იყო, რომ დაიწყეს ათასგვარი სპეკულაციები ამის გარშემო", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ, სადაც მიესალმებიან საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას და მოუწოდებენ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის ცალკეულ წევრებს, „გამოავლინონ იგივე სიმამაცე“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო