საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან პატიმრების მშობლებმა აქცია გამართეს

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან პატიმრების მშობლებმა აქცია გამართეს. მსჯავრდებულების ოჯახის წევრების განცხადებით, პარლამენტი აპირებს მიიღოს ამნისტიის შესახებ კანონი, რითაც იგეგმება პოლიტპატიმრებისა და 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლება.

მათი განცხადებით, კანონი ყველასთვის თანასწორია, ამიტომ მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს საყოველთაო ამნისტია, რომელიც ციხეში მყოფ მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. აქციის მონაწილეების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, უნდა გამოიცეს საყოველთაო ამნისტია და ამისთვის იქამდე იბრძოლებენ, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ ადამიანებსაც უნდა მოუსმინოს.

„ძალიან კარგია, რომ ისედაც აპირებენ ამნისტიის გამოცემას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამოიცეს საყოველთაო ამნისტია. ამნისტია, რა თქმა უნდა, ყველას უნდა შეეხოს, მათ შორის რიგით მოქალაქეებსაც, რომლებიც დიდი ხანია სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში",- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა