სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საპარლამენტო საქმიანობაში შესაძლოა, მომდევნო კვირიდან ჩაერთონ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საპარლამენტო საქმიანობაში შესაძლოა, უკვე მომდევნო კვირიდან ჩაერთონ. როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში გაწერილია ვადები, რომ ერთი კვირის ვადაში პარლამენტში ამნისტის კანონი უნდა იყოს წარდგენილი.

„ვფიქრობ, უკვე შემდეგ კვირაში, რადგან დათქმულია ამ შეთანხმებაში ვადები, ამნისტიის კანონი უნდა იყოს შეტანილი. უკვე დაფიქსირდა, რომ სავარაუდოდ, სამშაბათს შევა უკვე ეს კანონპროექტი და ამ პერიოდიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა პარტიებთან ერთად, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება, რომ ისეთი სახით იყოს ამნისტიის კანონი შეტანილი და გატანილი საბოლოო ჯამში, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, 20 ივნისს აქციაზე დაზარალებულ ადამიანებს შეხვდებიან და რამდენიმე მათგანთან პირადი კომუნიკაცია უკვე იყო. სერგო ჩიხლაძე ასევე განმარტავს, რომ ამნისტიის კანონი არ შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინეს.

„დაზარალებულ ადამიანებს აუცილებლად შევხდებით, რამდენიმესთან უკვე გვქონდა კიდეც კონტაქტი. ვის შეეხება და ვის არა, მგონი, ეს ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ კარგად იყო ახსნილი ჩვენ მიერ და სხვა იურისტების მხრიდანაც. ამ მუხლში ვერანაირად ვერ მოხდება ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიცააა წამება, არადაამიანური მოპყრობა და ა.შ. ფიზიკურად ეს ვერ მოხდება, რადგან ჩვენ საერთაშორისო კონვენციის წევრი ვართ, რომელიც ასეთი მუხლების ამნისტიაში შეტანას უბრალოდ კრძალავს. ასევე ვერ მოხდება თუ სამომავლოდ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა ბრძანების გაცემაზე და ასე შემდეგ, მათ შორის მაღაღი თანამდებობის პირებზე. ამ მუხლში მოხვდება ნიკა მელია, 15-მდე სხვა ადამიანი, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობდა. ერთადერთი კომპრომისი შეიძლება იყოს ის, რომ შესაძლებელია მოხვდეს ის 2 პოლიციელი, რომელიც შედარებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულისთვის არიან პასუხისგებაში მიცემული. ეს არ არიან ის პოლიციელები, ვინც ვინმეს თვალი დათხარა ან ვინმეს ფიზიკური ზიანი მიაყენა“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ პოზიციას, რომლებსაც ჯერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ, სერგო ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გათავისუფლდება, დოკუმენტს ხელს „ნაციონალური მოძრაობაც“ მოაწერს.

„ვფიქრობ, ეს პარტიებიც მოაწერენ ხელს. ყოველ შემთხვევაში, „დარწმუნებული ვარ“, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს, როგორც კი, ამ ამნისტიის კანონით ნიკა მელია გარეთ იქნება, მათ ეს მზაობა აქვთ. შემიძლია ვთქვა, რომ 99%-იანი ალბათობით დოკუმენტს ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ მოაწერს. შესაბამისად, ვფიქრობ, იქნება ძალიან ეფექტური და აქტიური პარლამენტი უკვე სრულფასოვანი შემადგენლობით“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო