პაპუნა ლეჟავამ USAID-ის, ეროვნული ბანკის, GITA-ს ერთობლივ ღონისძიებაში - ფინტექ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოში ფინტექის ეკოსისტემის განვითარების თემას ფორუმი მიეძღვნა, რომელსაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ მიიღო, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ფინანსურ სექტორში ინოვაციური მოდელების მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფორუმის მიზანია ქვეყანაში ფინტექის შესაძლებლობების გამოვლენა ადგილობრივი ბაზრის ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

"საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. არაერთი პროექტი წარმატებით განხორციელდა კიდეც, მათ შორის, აღსანიშნავია ფინანსური ინოვაციების ოფისისა და რეგულირების ლაბორატორიის შექმნა. ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნესს მოდელების განვითარებას ქვეყანაში, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას და მონაცემების უკეთ გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და დისკუსია პროგრამის მიგნებებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის გეგმებზე, ფინტექის სექტორის განვითარების შესაძლებლობებსა და პოტენციური კოლაბორაციის პლატფორმების შეთავაზებებზე.

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ოთარ გორგოძემ და ღია ბანკინგის ხელშეწყობისა და საკრედიტო მონაცემთა მართვის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ვასილ შენგელიამ ფორუმის მონაწილეებს ფინანსური ინოვაციების ოფისსა და ღია ბანკინგის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

ფორუმს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საბანკო-საფინანსო სექტორი, ასოციაციები და ფინტექის კომპანიები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო