საქართველოში Fintech ფორუმი გაიმართა

USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში ფინტეკის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ფინტეკ ფორუმს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და დიალოგი პროგრამის მიგნებებსა და ეროვნული ბანკის გეგმებზე, ფინტეკის სექტორის განვითარების შესაძლებლობებსა და პოტენციური კოლაბორაციის პლატფორმების/მექანიზმების შეთავაზებებზე.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აღნიშნავენ, ფორუმის მიზანია, ქვეყანაში ფინტეკის შესაძლებლობების იდენტიფიცირება, იმისთვის რომ ფინტეკის აქტორებმა განავითარონ ნიშური მიმართულებები გლობალურ ეკოსისტემაში და ამავდროლურად მოხდეს ადგილობრივი ბაზრის ზრდის ხელშეწყობა.

„ფორუმს ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საბანკო-საფინანსო სექტორი, ასოციაციები და ფინტეკის კომპანიები.

USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა თანამშრომლობს Fintech– ის კონსულტანტთან, ჩონჩოლ გუფთასთან და კემბრიჯის ბიზნესის სკოლის 5 MBA– ის გუნდის წევრებთან, რომლებმაც იმუშავეს საქართველოში ფინტეკის ინდუსტრიის ამჟამინდელი სტატუსის/მდგომარეობის შესაფასებლად და გასცეს რეკომენდაციები პროცესში ჩართული მხარეებისთვის შესაძლებლობების უფრო ეფექტურად გამოყენებისა და ათვისების მიმართულებით. აღნიშნული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა აშკარა გამოწვევები ფინტეკის ეკოსისტემის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის არაინფორმირებულობისა და დიალოგის სიმცირის კუთხით. შესაბამისად, ფორუმის მიზანია ამ აქტორების გაერთიანება, კავშირების დამყარება და მათ შორის თანამშრომლობის წახალისება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ფინტეკის ლანდშაფტზე არსებული გამოწვევების სწრაფ გადაწყვეტას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა