საკონსტიტუციო სასამართლოში სადეპუტატო მანდატების შეწყვეტაზე ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიას და ელენე ხოშტარიას სარჩელების განხილვა გადაიდო

სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, თამარ კორძაიას და ელენე ხოშტარიას სარჩელების განხილვა მაისის თვეში გადაიდო.

პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვა არაუადრეს ორი კვირისა უნდა გაიმართოს, კონკრეტულ თარიღს კი, საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტი დაადგენს.

განხილვის 2-კვირით გადადების შუამდგომლობა თამარ კორძაიას წარმომადგენელმა საბა ცაგარეიშვილმა დააყენა. როგორც მან განმარტა, რწმუნებულება გუშინ მიიღო და დროის სიმცირის გამო, საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარიას წარმომადგენელი სხდომის ჩატარებას უჭერდნენ მხარს.

ცნობისთვის, დავის საგანია ჯაფარიძისთვის, კორძაიასა და ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა.

როგორც ცნობილია, "ქართულმა ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

საქმეს განიხილავს პლენუმი, ცხრა მოსამართლის შემადგენლობით და არის პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მომჩივან პირებს სარჩელის უკან გატანა შეუძლიათ.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა