შალვა ალავერდაშვილი - ტურიზმის სექტორს პულსის გასინჯვა დაეწყო - „კომენდანტის საათის“ გამო, ბევრი სტუმარი ჩვენთან ჩამოსვლაზე უარს ამბობს

14-მდე ბიზნეს ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციები პრემიერს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებს წარუდგენენ და რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს შესთავაზებენ.

"სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ რისი შეთავაზება შეეძლებთ ტურისტებისთვის.

როგორც მან აღნიშნა, „კომენდანტის საათის“ მოხსნა და სახმელეთო საზღვრის გახსნა მთავარია.

„მთავრია რეგულაციები შევიმუშაოთ, ვიცოდეთ როგორ ვმუშაობთ შემდეგი სეზონის განმავლობაში. მზად ვიყოთ ტურისტებისთვის ტურისტური პაკეტების შემუშავებისთვის. კითხვებს გვისვამენ და პასუხებს ვერ ვცემთ. ეს ძალიან ბევრ პოტენციურ ტურისტს გვაკარგინებს. კარგია, რომ ქვეყანაში ტურისტების თანდათანობით შემოსვლა დაიწყო, თუმცა ტურისტებს ჩვენ ვერ ვთავაზობთ ბევრ რამეს, რადგან საღამოს 9 საათზე იწყება "კომენდანტის საათი". ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებში ერთად არიან, საღამოს 9 საათზე, როდესაც მოდიან სასტუმროში და უნდათ დაისვენონ, ვეუბნებით შედით ოთახში. „კომენდანტის საათის“ გამო, ძალიან ბევრი სტუმარი ჩვენთან ჩამოსვლაზე უარს ამბობს. რა თქმა უნდა, ადამიანებს ვერ წარმოუდეგნიათ საქართველოში ჩამოვიდნენ და საღამოს 9 საათზე რესტორანში არ წავიდნენ. როდესაც ადამიანი ქვეყანაში შემოვიდა და გავატარეთ რეგულაცია საზღვარზე, მერე ამ ადამიანის შეზღუდვა მიგვაჩნია, რომ არასწორია. გვინდა რომ ერთად დავსხდეთ და ჩამოვაყალიბოთ, თუ რას ვაკეთებთ ტურიზმის სექტორისთვის",- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, „კომენდანტის საათის“ მოხსნა და სახმელეთო საზღვრის გახსნა მთავარია. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ რაც პანდემიის შემდეგ საჰაერო საზღვრები გაიხსნა ტურისტების მატება შეინიშნება.

"რა თქმა უნდა, წინა წლების მსგავსი მდგომარეობა არ არის, როგორიც იყო 2018-2019 წლებში. თუმცა ნულს სჯობია, პულსის გასინჯვა დაეწყო ტურიზმის სექტორს",- აღნიშნა ალავერდაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს