ალეკო ელისაშვილი - „ნაცმოძრაობა“ იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად - შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა და ხალხი არ ადარდებს, ­- ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ.

„ეს გაჯიუტებაც ამის დასტურია. მათ მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება სწყურიათ, მეტი არაფერი უნდათ. არც ამ ქვეყნის და არც ხალხის პრობლემები არ ადარდებთ. პროცესში მთელი მსოფლიო ჩარეულია, შეგვათანხმეს და იმის ნაცვლად, რომ ხალხზე ვიფიქროთ, კიდევ უაზრო გაჯიუტება მიდის. ეს არის მათი მავნებლობის მანიშნებელი და დამადასტურებელი. აბა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიკითხოს ბენზინის ფასი რა გახდა? - ეს მათ შორის კრიზისის ბრალია და იმის, რომ ექვსი თვეა ვსაუბრობთ გირაოზე, შესვლა-არშესვლაზე. გაღატაკდა და გაუბედურდა ეს ქვეყანა. შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი", - განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა