ალეკო ელისაშვილი ამნისტიის კანონზე - ჭიქაში ქარიშხალს რომ ეძახიან დაახლოებით ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, არაფერია დაწერილი და ჰაერზე მიდის გულზე მჯიღის ცემა

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის ირგვლივ დაწყებული საუბარი ცარიელ ადგილზე ატეხილი აჟიოტაჟია.

მისივე თქმით, არასერიოზულია იმაზე საუბარი ამნისტია კონკრეტულ ადამიანს უნდა შეეხოს თუ არა.

"ჭიქაში ქარიშხალს რომ ეძახიან დაახლოებით ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი. არავის ჯერ დაწერილი არაფერი გვინახავს და უკვე მთელი ამბავია ატეხილი. ცარიელ ადგილზე ატეხილი ძალით მოგონილი აჟიოტაჟი. ჯერ შავით თეთრზე დაწერილი რამე ვნახოთ. რა წერია, ვის ეხება, ვის არ ეხება. ზოგადად, არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ კონკრეტულ ადამიანს უნდა შეეხოს თუ არა. ეს არ არის შეწყალება, რომ კონკრეტული ადამიანი იგულისხმებოდეს. შეწყალებისგან განსხვავებით ამნისტიაში წერია მუხლები, რომელ მუხლზე უნდა გავრცელდეს ესა თუ ის ამნისტია. შესაბამისად, იქ ვერაფრით ვერ იქნება ეს პოლიციელი თუ ის პოლიციელი. ჯერ უნდა ვნახოთ რაღაცა დაწერილი, არაფერი არაა არსად და ჰაერზე მიდის გულზე მჯიღის ცემა. თუ მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი იმ სამართალდამცავების ამნისტია შესაძლებელია, რომლებსაც ჯოჯოხეთური რამ არ აქვთ ჩადენილი. სამსახურებრივი გადაცდომა და ასეთი მეტ-ნაკლებად მსუბუქი რამ კი ბატონო, შეიძლება. ამ ისტორიის თავი და თავი რა არის - შეთანხმებაში ორი მექანიზმი იდო ნიკა მელიას გათავისუფლების. ჩემთვის აუხნელია, რომ როცა ევროკავშირი მზადაა შენ მაგივრად გირაო გადაიხადოს და ამას ხელს კრავ და უარს ეუბნები, ეს არის აუხსნელი და ეს რომ გააკეთოს მელიამ, ამნისტიაც აღარ იქნება", - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა