ვახტანგ  კალოიანი - საქართველოში ანტიგენბაზირებული ტესტების დიდი დეფიციტია - შეიძლება ვეღარ მოვახერხოთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენა

საქართველოში ანტიგენბაზირებული ტესტების დიდი დეფიციტია - შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როდესაც ვერ მოვახერხებთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენას, - ამის შესახებ ’’ევროპული საქართველოს’’ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალოიანი განმარტავს, „ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანიის პირობებში“ ტესტების დეფიციტი შეიძლება დრამატული აღმოჩნდეს.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოში საკმაოდ დიდი დეფიციტია ანტიგენბაზირებული ტესტების, სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი. ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სწრაფი შესყიდვის წესით მის შემოტანას, რაც საკმაოდ სახიფათოა ამ გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით.

25 ათასი არის სულ რამდენიმე დღის საჭირო დოზა. ცალსახად მსგავსი დეფიციტების შექმნა ძალიან სახიფათოა. ის მიუთითებს პროცესის ძალიან ცუდ დაგეგმვაზე. მაშინ, როდესაც ველოდებით აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში რაოდენობის ზრდას, ამ ფონზე, ტესტების დეფიციტი ძალიან დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული.

ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როდესაც ვერ მოვახერხებთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენას. ის კვლევა, რომელიც შიდსის და ინფექციურ სნეულებათა ცენტრმა გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი მოსახლეობის მესამედი არ არის იდენტიფიცირებული, ზუსტად მსგავსი არასწორი დაგეგმვის შედეგია.

ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანიის პირობებში, ტესტების დეფიციტი შეიძლება დრამატული აღმოჩნდეს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ეს პრობლემა. რაც მთავარია, სწორად დაგეგმოს ისე, რომ ყოველთვიურად არ მოგვიწიოს სწრაფი შესყიდვის წესით ამის შეძენა, რაც კორუფციულ რისკებს ზრდის“,- აცხადებს კალოიანი და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს.

ამასთან, კალოიანი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, ორგანიზებულად და აქტიურად ჩაატაროს გადამზადების კამპანია იმ კოლეგებთან, რომლებიც არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში.

„თითქმის სისტემური ხასიათი მიიღო გაუგებარი მიზეზის გამო, ვაქცინაციაზე უარის თქმამ პაციენტებისთვის, რომელიც არ არის რეგულირებული კლინიკური პროტოკოლით, არც სამედიცინო რეკომენდაციებით, რომელიც მსოფლიოშია მიღებული “,- აცხადებს კალოიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო