„მრავალეროვანმა საქართველომ“ ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის განხორციელება დაიწყო

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრა კალატოზიშვილი ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “მრავალეროვანი საქართველოდან” აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელებმა, თვითმმართველობების წარმომადგენლებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი „ეთნიკურ უმცირესობათა სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერება“ და მისი განხორციელების სხვადასხვა ეტაპები გააცნეს.

როგორც „მრავალეროვან საქართველოში“ განმარტავენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „მრავალეროვანმა საქართველომ“ უკვე აამოქმედა ეთნიკურ უმცირესობათა სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრები ნინოწმინდასა და ახალქალაქში.

„ორგანიზაცია ზემოთხსენებული ცენტრების მეშვეობით, შესთავაზებს სხვადასხვა სერვისებს, ასევე დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, საერთაშორისო ადგილობრივი და სახელმწიფო შესაძლებლობათა გაფართოების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღებაში, მათთვის გასაგებ ენებზე და კონსულტაციებს გაუწევს აღნიშნულ პროგრამებში ჩასართავად.

SEREC-ის ადგილობრივ ოფისებში, მოსახლეობას ექნება საშუალება უფასო იურიდიული კონსულტაციების ფართო სპექტრის მიღებისა და მომსახურეობისა, რაც გულისხმობს სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვას“,-აღნიშნულია „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს