ანრი ოხანაშვილი - ამნისტიის პროექტზე, რომელიც შეეხება "19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას”, კომიტეტმა მუშაობა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელიც შეეხება "2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანრი ოხანაშვილი განმარტავს, კონსულტაციები იგეგმება იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკური პარტიების მიერ ევროკავშირის დოკუმენტით - "სამომავლო გზა საქართველოსთვის" ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელიც შეეხება "2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას".

მმართველი გუნდის ამოცანაა, ეს პროცესი შეყოვნების გარეშე წარიმართოს და 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში კანონპროექტის ინიცირება მოხდეს.

კონსულტაციები იგეგმება იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას“, - წერს ოხანაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა