დავით სერგეენკო - პოზიციასაც და ოპოზიციასაც აქვთ ვალდებულება, რომ არა ეპისტოლარულ ჟანრში, არამედ სამუშაო მაგიდასთან იმსჯელონ და სტრუქტურირება გაუკეთონ სამართლიან და  საზოგადოებისთვის მისაღებ პროექტს

პოზიციასაც და ოპოზიციასაც აქვთ ვალდებულება, რომ არა ეპისტოლარულ ჟანრში, არამედ სამუშაო მაგიდასთან დაიკავონ კალამი, იმსჯელონ და სტრუქტურირება გაუკეთონ სამართლიან და საზოგადოებისთვის მისაღებ პროექტს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს, რომ ამნისტია სამართალდამცავებს არ უნდა შეეხოთ.

სერგეენკოს თქმით, ამნისტია არ ეხება პერსონებს, არამედ ეხება კონკრეტულ მუხლებს, ხოლო ოპოზიციას აქვს არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ ვალდებულებაც, რომ პროექტზე მუშაობის პროცესში ჩაერთოს.

„იმ დოკუმენტში, რომელზეც ხელი მოაწერა პოზიციამაც და ოპოზიციამაც, ოპოზიციას გაუჩნდა არა მარტო შესაძლებლობა, არამედ ვალდებულება, რომ თვითონ მიიღოს უშუალო მონაწილეობა ამნისტიის შესახებ კანონის სტრუქტურირებაში და მის გაწერაში. შინაარსობრივად ამნისტია არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური, სახელობითი, ამნისტია არის მიმართული რომელიმე კონკრეტული მუხლის მიმართ, ასე რომ, ოპოზიციას არა მარტო შესაძლებლობა აქვს, არამედ ვალდებულებაც, რომ სწორად ჩამოაყალიბოს და საზოგადოებისთვის მაქსიმალურად მისაღები გახადოს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და არა ასე შემოთვლით გამოთქვან მოსაზრებები. რომელ მუხლებზე განხორციელდება ამნისტია, პოზიციასაც და ოპოზიციასაც აქვთ ვალდებულება, რომ არა ეპისტოლარულ ჟანრში, არამედ სამუშაო მაგიდასთან დაიკავონ კალამი, ჩამოწერონ იმსჯელონ და სტრუქტურირება გაუკეთონ სამართლიან და საზოგადოებისთვის მისაღებ პროექტს,"- განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, ხომ არ იკარგება შესაძლებლობა, რომ ახალი გარემოებების გამოჩენის შემთხვევაში, გამოძიება დაინტერესდეს მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობით, სერგეენკო აცხადებს, რომ „ამნისტია არ არის ინდულგენცია და თუკი რაიმე ახალი გარმოება გამოჩნდა, ყველა პასუხს აგებს, ვინც პასუხი უნდა აგოს."

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება
პირველად საქართველოში: „შატო მუხრანი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილს იკავებს