ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს - გიორგი ბიჩინაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის ბრალი წარედგინა. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) ჩადენილი ქმედება ედებათ ბრალათ.

როგორც დიმიტრი დევდარიანის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დევდარიანი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ წვევამდელებთან დამამცირებელ მოპყრობაში არც მონაწილეობა არ აქვს მიღებული და არც ასეთი ფაქტის შესახებ იყო მისთვის ცნობილი.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებას ასევე ამოღებული აქვს დიმიტრი დევდარიანის მობილური ტელეფონი, რომლის დათვალიერებაც მოხდა და იქ „არ ყოფილა მოთავსებული არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი, ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია”.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. მისი პოზიცია ამ დროისთვის არის, რომ ის გამოიყენებს დუმილის უფლებას, მოგვიანებით ის აუცილებლად გააკეთებს განცხადებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელზეც მას ბრალი წარედგინა. მას ორჯერ აქვს მიცემული ინფორმაცია გამოკითხვის ოქმში, სადაც დეტალურად საუბრობს მისთვის ცნობილი ფაქტების თაობაზე, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

მისი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების თაობაზე, მას მიწოდებული აქვს ინფორმაცია, რომ არც მონაწილეობა არ აქვს მიღებული და არც ასეთის თაობაზე იყო მისთვის ცნობილი. ბრალის დადგენილებას თან ერთვის მითითება, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოკითხული არიან მოწმეები, ასევე ამოღებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მობილური ტელეფონი, რომლის დათვალიერებაც მოხდა და არ ყოფილა მოთავსებული არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი, ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია“, - აღნიშნა დავით ჭიკაიძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა