ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ევროდეპუტატების ჯგუფი, რომელიც შეთანხმების შესრულებას გაუწევს მონიტორინგს

„ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დღევანდელი დღე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ ლიდერებმა მოკლედ შეაფასეს ბრიუსელში დაწყებული ოფიციალური შეხვედრები.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ევროდეპუტატების ჯგუფი, რომელიც შეთანხმების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.

„ევროპარლამენტის მხრიდან არის სრული მზაობა, გააკონტროლონ პროცესი ამ ხელშეკრულების სრულად განსახორციელებლად და შეიქმნას დამკვირვებელთა ჯგუფიც კი, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ყველა ის პუნქტი, რომელიც გაწერილია ხელშეკრულებაში. ევროპარლამენტარების მხრიდან არის მოლოდინი და გარკვეულწილად მოთხოვნაც, რომ ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ ამ ხელშეკრულებას, რადგან მათი მხრიდან არის სრული მზაობა, გააკონტროლონ პროცესი ამ ხელშეკრულების სრულად განხორციელების და ევროპარლამენტში შეიქმნას დამკვირვებელთა ჯგუფიც კი, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ყველა ის პუნქტი, რომელიც გაწერილია ამ ხელშეკრულებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და ამისათვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე