ანდრიუს კუბილიუსი - იმედია, „ნაცმოძრაობის“ წევრების უმეტესობა შეუერთდება დოკუმენტს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაიდგმება პირველი ნაბიჯები მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით

მე ვფიქრობ, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად კარგი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომავალ კვირებზე და იმაზე, თუ როგორ გადაიდგმება პირველი ნაბიჯები მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის იმპლემენტაცია სათანადოდ და ეფექტურად განხორციელდება. ამასთანავე, კუბილიუსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ოპოზიციაც გაიზიარებს თავის წილ პასუხისმგელობას ქვეყნის წინაშე, რათა მან იფუნქციონიროს, როგორც საპარლამენტო დემოკრატიამ.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა პოლიტიკურ დელეგაციასთან, პარტია „ლელოსთან“ და, რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, ვისაუბრეთ უკანასკნელ მოვლენებზე საქართველოში, შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც შეთავაზებული იყო შარლ მიშელის მიერ. ჩვენ მივულოცეთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ხელი უკვე მოაწერეს დოკუმენტს. ვიმედოვნებთ, რომ იმპლემენტაციის პროცესი ეფექტური იქნება და კრიზისი დასრულდება.

მე ვფიქრობ, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად კარგი ნაბიჯები გადაიდგა. იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უმეტესობაც შეუერთდება დოკუმენტს და არა მხოლოდ ერთი მათგანი, სალომე სამადაშვილის სახით, რომელმაც ხელი მოაწერა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომავალ კვირებზე და იმაზე, თუ როგორ გადაიდგმება პირველი ნაბიჯები მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ, პირველ რიგში, ეს მოხდება და შემდეგ, საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია გაიზიარებს მის პასუხისმგებლობას საქართველოს წინაშე, რომ მან იფუნქციონიროს, როგორც საპარლამენტო დემოკრატიამ და ისინი შევლენ პარლამენტში, რადგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები. სწორედ ეს არის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა,“- განაცხადა კუბილიუსმა.

მისივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო სამომავლო ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უნდა გადადგას.

„რა თქმა უნდა, ასევე, ბევრი ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის მიმართულებით. არის ახალი იდეები, რომლებიც ჩვენ გუშინ განვიხილეთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე. საქართველო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს როგორც თავისი პროგრესის წინ წაწევის მიმართულებით, ასევე უხსნის კარს უფრო ფართო შესაძლებლობებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა კუბილიუსმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო