მამუკა ხაზარაძე - ლაპარაკი არის ნატო-ს „მაპ“-ის ტიპის სამოქმედო რუკის შექმნაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ეს არის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის დროს შევთანხმდით, რომ იქნება ევროდეპუტატების საკმაოდ სერიოზული ჯგუფი გამოყოფილი, რომელიც გაუკეთებს მონიტორინგს ხელშეკრულებას, რომ შესრულდეს იმ დოკუმენტის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით შედგა, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიუსელში ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხაზარაძის განმარტებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე გარდა შეთანხმების დოკუმენტისა, საუბარია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ნატო-ს „მაპ“-ის მსგავსი სამოქმედო რუკის შექმნაზე.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს, გვაქვს შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან და სტრატეგიულ მოკავშირეებთან, პარტნიორებთან. შეხვედრა იქნება ასევე, საგარეო ურთიერთობის მიმართულებით, კომიტეტში - აქ ძირითადად განვიხილავთ ორ საკითხს, ეს არის იმ ხელშეკრულების იმპლემენტაცია, რომელიც პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით და მედიატორობით იქნა დადებული, ასევე მისი აღსრულების მექანიზმები და გარანტიები, საუბარია იმაზე თუ როგორ იყოს ეს ყველაფერი აღსრულებული. მეორე საკითხია, ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი მექანიზმების შემოტანა, რომელიც დააჩქარებს და უფრო გამოკვეთავს ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს - ლაპარაკი არის ნატო-ს „მაპ“- ის ტიპის სამოქმედო რუკის შექმნაზე, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ეს არის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. უახლოეს ხანში ამ თემას უფრო ფართოდ გავშლით, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები დაინახოს ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენმა ქვეყანამ თუ როგორ მივდივართ ევროკავშირის მიმართულებით. ახლა მთავარია ამ ხელშეკრულების აღსრულება, წინ სიარული და არა უკან, წარსულში ყურება და კრიტიკა იმისა, თუ აქამდე რა იყო - უნდა ვილაპარაკოთ ხვალ როგორ ვიცხოვროთ და როგორ გავატაროთ ამ ხელშეკრულების შედეგები ჩვენს ცხოვრებაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს