რასა იუკნევიჩენე - იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია იაზრებს მის პასუხისმგებლობას - ისტორიაში ვერ ვიხსენებ, რომ საქართველო ყოფილიყო მსგავსი მაღალი დონის ფოკუსში ევროკავშირის მხრიდან

შეთანხმება არის დასაწყისი, ახალი ვითარების საწყისი საქართველოში, ნაკლები სიძულვილით, ნაკლები სიძულვილის ენით და შესაძლოა, მეტი თანამშრომლობით პოლიტიკურ ჯგუფებს შორის“, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩენემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა წარსულში ყურებისა და პასუხისმგებელი მხარის ძიების დრო არ არის, რადგან საქართველოს აქვს შესაძლებლობა და უნდა გამოიყენოს ეს მომენტი.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის პატიმრობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმაედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია, ევროკავშირის ინსტიტუტების დახმარებით იპოვის გამოსავალს და ნიკა მელია მალე თავისუფალი იქნება.

„ჩვენ ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ყველა პოლიტიკურ პარტია არ შეერთებია შეთანხმებას. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ისინი ხელს მოაწერენ. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ასევე აუცილებელია, რომ იყოს ამ პროცესის ნაწილი. პარტია „ლელოსთან“ შეხვედრისას, ვისაუბრეთ დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებზე და იმაზე თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, როგორ დავეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარების პროცესს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამის გასაკეთებლად. საქართველოს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია და არა ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად იქნება „ჩუმი ოპოზიცია“ ან რამე მსგავსი, არამედ რეალური ოპოზიცია, რადგან ყველა მმართველ პარტიას სჭირდება ფოკუსი იმაზე, რასაც აკეთებენ.

დღეს იმის დრო არ არის, რომ წარსულში ვიყუროთ და ვიკითხოთ ვინ არის პასუხისმგებელი, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს ეს მომენტი, რადგან შეთანხმება არის დასაწყისი, ახალი ვითარების საწყისი საქართველოში, ნაკლები სიძულვილით, ნაკლები სიძულვილის ენით და შესაძლოა, მეტი თანამშრომლობით პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.

ასევე მელიას საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, რომ მმართველი ძალა ოპოზიციასთან ერთად, ევროკავშირის დახმარებით იპოვის გამოსავალს. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მელია თავისუფალი იქნება და „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე შევა პარლამენტში,“- განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.

ამასთანავე, ევროპარლამენტარის თქმით, კატასტროფა იქნება, თუ მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაცია არ მოხდება. მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტია იაზრებს ამ პროცესში მის წილ პასუხისმგებლობას.

„კატასტროფა იქნება თუ შეთანხმების იმპლემენტაცია არ მოხდება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. არც კი განვიხილავ მსგავს სცენარს. იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია იაზრებს, პირველ რიგში, მის პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ მათ აქვთ ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ არ დანებდნენ და იმედი არ გაუცრუონ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს ევროკავშირიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ვერ ვიხსენებ ისტორიაში, რომ საქართველო ყოფილიყო მსგავსი მაღალი დონის ფოკუსში ევროკავშირის მხრიდან,“- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო