ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ ადგილობრივი კომპანიებისთვის გამართულ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ ადგილობრივი კომპანიებისთვის გამართულ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავდა იტალიელი ბიზნესმენებისთვის საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს პოტენციალის გაცნობას.

„ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მჭიდრო ურთიერთობებზე, განსაკუთრებით ბიზნესის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ასევე, ხაზი გაუსვა, რომ გლობალური პანდემიისა და კრიზისის მიუხედავად, საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა, როგორც უსაფრთხოების, ისე საერთაშორისო რეიტინგებში მისი მოწინავე პოზიციების კუთხით.

მოწვეულ სტუმრებს ასევე მიმართა საქართველოს ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ და წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, არსებული ბიზნესგარემოს და მოქმედი ფინანსური მექანიზმების, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში საქართველოს მთავრობის ინიციატივების შესახებ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იტალიური კომპანიების მოღვაწეობის სფერო მოიცავს - თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიის და სამედიცინო სექტორის ფართო არეალს. სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს მიმართ და ქართულ მხარეს თავიანთი კომპანიების შესაძლებლობები და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ შეხვედრას მოჰყვება შემდგომი კოორდინაცია, როგორც კონკრეტული ბიზნეს-ვიზიტების განხორციელების, ისე საქართველოსთან დაკავშირებულ ეკონომიკურ და ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ურთიერთობების და სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებას.

პრეზენტაციაზე საელჩოს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები”, - აღნიშნავენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო