იაგო ხვიჩია - როცა ევროკავშირი იხდის შენი გირაოს თანხას, ეს ნიშნავს, რომ შენ ბანდიტად, ხულიგნად და კრიმინალად კი არ მიგიჩნევენ, არამედ მიაჩნიხარ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს

როდესაც ევროკავშირი იხდის შენი გირაოს თანხას, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ ბანდიტად, ხულიგნად და კრიმინალად კი არ მიგიჩნევენ, არამედ მიაჩნიხარ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, როცა ევროკავშირის შეთავაზებაზე უარს ამბობ, ნიკა მელიამაც და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ამნისტიაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

„მე არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" გულწრფელად აწუხებს ამ ამნისტიის შედეგად რასაც მივიღებთ ის საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხალხი გულწრფელი რომ იყოს, ამნისტია იყო მეორე გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. პირველი გზა იყო ძალიან საპატიო, იმდენად საპატიო, რომ ჩემი აზრით, სამყაროში ნებისმიერი პატიმარი სიამაყით გამოვიდოდა გარეთ. როდესაც ევროკავშირი იხდის შენი გირაოს თანხას, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ ბანდიტად, ხულიგნად და კრიმინალად კი არ მიგიჩნევენ, არამედ მიაჩნიხარ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს. ამაზე როცა უარს აცხადებს, ჩემი აზრით, ნიკა მელიაც და „ნაციონალური მოძრაობაც“ იღებენ პასუხისმგებლობას ამ ამნისტიაზე. ამ შეთანხმების ამბავი იყო - ან ერთი ან მეორე გზა უნდა აგვესრულებინა. პირველის აღსრულება ვერ ხერხდება თავად ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის" ბრალით, შესაბამისად, მეორე გზაზე სხვა პოლიტიკური პარტიების მათ შორის, ხელისუფლების დამუნათება არაგულწრფელი ქმედება მგონია. ასეთ ქმედებებს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

ის ნიკა მელიას გირაოდ სანაცვლოდ საპატიმროს დატოვებისკენ მოუწოდებს.

„მე ზოგადად არ მომწონს, რომ ამნისტიით ვაგვარებთ იმ საქმეს, რომელიც შესაძლოა, მარტივადაც მოგვარებულიყო. მაგრამ თუ ამას ამნისტიით ვაგვარებთ, შესაძლოა, ეს ოპოზიციის არჩევანი არ იყოს როგორ მოხდება და ხელისუფლებამ ეს ისე განმარტოს, როგორც ზოგადად განიმარტება ხოლმე. აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, მოვუწოდებ ნიკა მელიას გამოვიდეს იმ ძალიან საპატიო პირობით, რომელიც ევროკავშირის მიერაა შეთავაზებული“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს