მიხეილ სარჯველაძე - ახლა ფიქრი და მსჯელობა იმაზე, რამდენად სწორი იყო შეთანხმება, ან შემდგომში ხომ არ მოხდეს გადახედვა, არ ივარგებს

როგორც შეთანხმდა, რომ უნდა გადაიფურცლოს ეს დღე, მგონია, რომ ამის ერთგულნი უნდა დავრჩეთ ყველანი და არ უნდა შევქმნათ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ირგვლივ შემდგომი ესკალაციის მიზეზები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ამნისტიის აქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის იდეას არაფერი ისე არ ავნებს, როგორც პერსონიფიცირება.

"ჩემი მოწოდება და სურვილი იქნებოდა დავიცვათ ის ფარგლები და ის შინაარსი, რომელიც გაცხადებულია იმ დოკუმენტში, რომელიც არის მთავარი წყარო ჩვენი მოტივაციისთვის, რომ გამოვცეთ ამნისტიის აქტი. იქ მითითებულია ზოგადად, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვინც კი არის მსჯავრდებული თუ ბრალდებული, მათ ამნისტირება ეხება. ამიტომ ახლა ფიქრი და მსჯელობა იმაზე, რამდენად სწორი იყო ეს შეთანხმება, ან შემდგომში ხომ არ მოხდეს გადახედვა, არ ივარგებს, მე მგონია, ეს უადგილოა,"- განაცხადა სარჯველაძემ.

შალვა შავგულიძის ინიციატივაზე, რომ პოლიციელთა შეწყალება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები თანხმობას განაცხადებენ, სარჯველაძე პასუხობს , რომ „ასეთ შემთხვევაში, შეიძლება პირიქითაც დაისვას საკითხი, რომ დაზარალებულ პოლიციელებსაც დაესვათ კითხვა თანხმობის გაცემა-არგაცემაზე, შესაბამისად, საკითხის ასე დასმა მართებული არ არის“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს