ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტზე "თბილისის აეროპორტი“ იმყოფებოდნენ და საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, თუ როგორ ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება.

ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სატვირთო ნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი პირობა, სწორედ, სწრაფი და მარტივი საბაჟო პროცედურებია.

"თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე, დაესწრო უახლესი სტაციონარული რენტგენო სკანერით ტვირთის შემოწმების პროცესს.

"ტვირთების დათვალიერებისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს მნიშვნელოვნად შევამციროთ საბაჟო კონტროლისთვის აუცილებელი დრო და დავზოგოთ ადამიანური რესურსი. ამასთან, რენტგენო ინსპექტირება მნიშვნელოვნად ამაღლებს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირების პროცესს“,- განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კახა ბარამია, კიაზო ახალაია და გაფორმების ეკონომიკური ზონების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა