ფრეშფილდსმა სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწია BGEO Group Limited-ს მის წინააღმდეგ 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მოთხოვნაზე, რომელიც სასამართლომ სრულად უარყო

„ფრეშფილდს ბრუკჰაუს დერინგერმა”(„ფრეშფილდსი“) წარმატებით წარმოადგინა “საქართველოს ბანკის” ჰოლდინგური კომპანია BGEO Group Limited (“BG UK”) რომან ფიფიას მიერ დაწყებულ საქმეში BG UK-ის წინააღმდეგ დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც ინგლისის კომერციულმა სასამართლომ უარყო. საქმის განხილვა 2021 წლის 19 აპრილს უნდა დაწყებულიყო და რვა კვირის განმავლობაში გაგრძელებულიყო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გუშინ, მოსამართლე კოკერილმა შეწყვიტა საქმის წარმოება ფიფიას მოთხოვნაზე BG UK-ის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ ფიფიამ „აღმაშფოთებლად“ დაარღვია სასამართლოს ბრძანება, რომელიც ითვალისწინებდა მისგან დამატებითი სარჩელის უზრუნველყოფის გადახდას, რაც მოიცავდა BG UK-ის ხარჯებს, მათ შორის, საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

„ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენმა კლიენტმა, რომელსაც სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებთან გამკლავება მოუწია ინგლისის სასამართლოებში, გადამწყვეტი გამარჯვებით დაასრულა ეს ბრძოლა. ბატონმა ფიფიამ გადაწყვიტა, რომ სარჩელი შეეტანა ინგლისის სასამართლოებში. ეჭვგარეშეა, რომ საბოლოო მომენტში, იგი მიხვდა საკუთარი პოზიციის სისუსტეს და, როგორც სასამართლომ დაადგინა, გადაწყვიტა, რომ არ დამორჩილებოდა სასამართლოს ბრძანებებს და ამის ნაცვლად, გადაევადებინა მისი გარდაუვალი განკითხვის დღე. გადაწყვეტილება დროული შეხსენებაა იმისა, რომ მოდავეები, რომლებიც ირჩევენ საკუთარი მოთხოვნების ინგლისის სასამართლოების წინაშე განხილვას, ვალდებული არიან დაიცვან ინგლისის სასამართლოების წესები. ჩვენ დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ BGEO Group Limited-ის მხარდაჭერას დავის ხარჯებთან დაკავშირებით მის მიმდინარე მოთხოვნებზე ბატონი ფიფიას მიმართ“,-აცხადებს „ფრეშფილდსის“ პარტნიორი, პატრიკ სვეინი.

სარჩელი ეხებოდა აღსრულების პროცესს შპს „რუსთავი აზოტის“ წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდ ინდუსტრიულ საწარმოსა და დამსაქმებელს წარმოადგენს.

„ფიფიას მტკიცებით, იგი ამ საწარმოს ერთ დროს ირიბად ფლობდა. საქმის წარმოების ყველა ეტაპზე, BG UK მტკიცედ უპირისპირდებოდა ფიფიას მოთხოვნებს, რამდენადაც მათ არ ჰქონდათ არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი და მიმართული იყო ინგლისის სასამართლოს პროცესის ბოროტად გამოყენებისკენ. ფიფიამ თავდაპირველად დავა დაიწყო BG UK-სა და საქართველოში არსებული სხვადასხვა მოპასუხის წინააღმდეგ. „ფრეშფილდსი“ წარმოადგენდა ამ მოპასუხეთაგან ხუთს, მათ შორის, „საქართველოს ბანკს“. მას შემდეგ, რაც, მათ გამოთქვეს პოზიცია, რომ ისინი იდავებდნენ იურისდიქციულ საკითხებზე, ფიფიამ უარი თქვა აღნიშნული მოპასუხეების წინააღმდეგ მოთხოვნებზე და დავა მხოლოდ BG UK-ის წინააღმდეგ განაგრძო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Freshfields Bruckhaus Deringer LLP არის გლობალური იურიდიული კომპანია, რომელსაც აქვს წარმატებული კონსულტირების გამოცდილება მსოფლიოს წამყვან ეროვნულ და საერთაშორისო კორპორაციებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში როგორც ძირეულად მნიშვნელოვან და ბიზნესის კრიტიკულ გამოწვევებზე.

„ჩვენი გუნდი, რომელიც მოიცავს 2,800- ზე მეტ ადვოკატს და სხვა იურისტ პროფესიონალს, მომსახურებას გასწევს მსოფლიოს 28 ოფისიდან. ჩვენი ვალდებულება, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტიზა და ბიზნესის ნოუ-ჰაუ ნიშნავს, რომ ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ გვენდონ ჩვენ, როდესაც ეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა