გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპარლამენტარების მზაობა ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, „არ იყო მოულოდნელი და კარგი ინიციატივაა"

ეს არი იყო მოულოდნელი, კარგი ინიციატივაა,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროპარლამენტარების მზადყოფნას, ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს.

როგორც ბოკერია განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა მიუთითებს, რომ ქვეყნისთვის ხელსაყრელი პოზიციების მოპოვების საშუალება არსებობდა.

„ეს არი იყო მოულოდნელი, კარგი ინიციატივაა. ოღონდ ეს ადასტურებს, სამწუხაროდ კიდევ ერთხელ იმას, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებაში, ბევრად უფრო ქვეყნისთვის ხელსაყრელი პოზიციების მოპოვების საშუალება არსებობდა. იქნებოდა ეს პოლიტპატიმრების თემა და გათავისუფლების გზები, თუ ვადამდელი არჩევნები. სამწუხაროდ, ჩვენმა პარტნიორებმა მაშინ შეთანხმების დადებამდე ეს შესაძლებლობები არ გამოიყენეს ბოლომდე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ლელოს“ ინფორმაციით, „ლელოს“ ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და მელია გათავისუფლდეს. მათი განმარტებით, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან, ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა