ლაშა ხუციშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტთან, ჯორჯინა ბეიქერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები.

მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის, მათ შორის, საფინანსო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, ჯანდაცვის სფეროში, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში.

„მხარეებმა ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიმართულებით პარტნიორობის გააქტიურებაზე.

ჯორჯინა ბეიქერმა ფინანსთა მინისტრს მიულოცა საქართველოს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდების წარმატებით განთავსება, რაც, მისი თქმით, ნიშნავს დიდ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალშიც განაგრძობს ქვეყნის დახმარებას როგორც ინვესტიციების, ისე საკონსულტაციო და ტექნიკური სახის მხარდაჭერის მიმართულებით“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა