გიორგი ვაშაძე - პირობას გაძლევთ, სამშაბათია ბოლო ვადა, როცა ყველა ყველაფერს ნახავთ - დადგება დრო, ყველა დავალების გამცემი დაისჯება

პირობას გაძლევთ სამშაბათია ბოლო ვადა, როცა ყველა ყველაფერს ნახავთ! - ყველა თვალის ამომთხრელი მიეცემა პასუხისგებაში და დადგება დრო ყველა დავალების გამცემი დაისჯება!, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

"ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, გთხოვთ ყველამ შევიკავოთ თავი წინასწარი დასკვნებისგან, რადგან უამრავი მცდარი ინტერპრეტაცია ვრცელდება, რაც განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს დაზარალებულებზე. სამწუხაროდ, ზოგიერთი მიზანმიმართუალად აკეთებს ამას! პირობას გაძლევთ სამშაბათია ბოლო ვადა, როცა ყველა ყველაფერს ნახავთ! მიმდინარეობს კანონპროექტის შემუშავება და ყველაზე გვიან სამშაბათს დარეგისტრირდება.

რაც მთავარია, რომ ყველა თვალის ამომთხრელი მიეცემა პასუხისგებაში და დადგება დრო ყველა დავალების გამცემი დაისჯება!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ განცხადებას პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა