ანა დოლიძე დიეგო კოლასს შეხვდა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა.

ელჩის რეზიდენციაში დიეგო კოლასმა და ანა დოლიძემ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ საფეხურებზე ისაუბრეს, იმაზე, რა როლი უნდა ითამაშოს ამ პროცესში მოსახლეობის შუა, ნეიტრალურმა 60-მა პროცენტმა, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ჩიხური სიტუაცია უნდა დასრულდეს და მართლმსაჯულების რეფორმაზე.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო გამეჟღერებინა მოსახლეობის იმ ნაწილის პოზიცია, რომელიც არ მიაკუთვნებს თავს პოლარიზაციას, ანუ იმ შუა, ნეიტრალური 60 პროცენტის, რომელიც დიდი ხანია დაინტერესებულია, პოლიტიკოსების მხრიდან იყოს საქმის კეთება და არა პოლიტიკურ პროცესზე საუბარი. შეხვედრის დიდი ნაწილი დავუთმეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, მათ შორის ვიმსჯელეთ მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პუნქტზე შარლ მიშელის გეგმაში. ასევე, ვისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გაითვალისწინოს, რათა ქვეყანაში არსებული კრიზისი, რაც შეიძლება მალე გადაითარგმნოს საქმეში“, - განაცხადა ელჩთან შეხვედრის შემდეგ ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა