იაგო ხვიჩია - არანაირი დაფნის გვირგვინი არ მოჰყვება ნიკა მელიას - ანეკდოტების საგანი გახდება, როგორ ეხვეწებოდა ევროკავშირი გამოდი ციხიდანო და არ გამოდიოდა

ჩემი აზრით, არანაირი დამატებითი დაფნის გვირგვინი არ მოჰყვება ნიკა მელიას - რაც უფრო დიდხანს გაჩერდება ახლა ციხეში, მით უფრო ცინიკურად გამოიყურება გარეშე დამკვირვებლისთვის ეს ამბავი, სერიოზულობას დაკარგავს, ეს გახდება ანეკდოტების საგანი როგორ ეხვეწებოდა ევროკავშირი გამოდი ციხიდანო და არ გამოდიოდა და თან იძახის, რომ პოლიტპატიმარი ვარო, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეში არის იმის გამო, რომ მან არ მიიღო ძალიან პატიოსანი წინადადება ევროკავშირისგან.

„ჩემი აზრით, ეს დრამა უნდა დავასრულოთ იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ეს აღარ არის საკითხი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრის გათავისუფლებას - ეს არის დრამა, „როგორ გამოვიდეთ გამარჯვებული ციხიდან“, ან „როგორ არ გამოვუშვათ მეორე მხარე გამარჯვებული ციხიდან“ ან რაღაც ასეთი. ჩემი აზრით, რაც უკვე შესთავაზა ნიკა მელიას ევროკავშირმა, თუნდაც გირაო, რადგანაც მათ შესთავაზეს გირაო, ამაზე დიდი დასტური რა უნდა ყოფილიყო პოლიტპატიმრობის, ყოველ შემთხვევაში უკანონო პატიმრის წოდებისთვის, სასამართლოში ვივლიდი მხოლოდ ამ ჩარიცხვის დოკუმენტით, როგორ ჩამირიცხა ევროკავშირმა გირაო. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე სწორი გამოსავალი და არ დაგვჭირდებოდა ჩვენ საუბარი და თავისტეხვა იმაზე ამნისტიაში ეს მუხლი ჩავწეროთ, თუ ის მუხლი ჩავწეროთ. თავისთავად ამნისტია შეიძლება იყოს კარგი იდეა, თუ ის კონსენსუსით კეთდება, მაგრამ ამნისტია, რომელსაც ნახევარი ქვეყანა ებრძვის იმის გამო, რომ ერთ-ერთმა პარტიამ ხელი არ მოაწერა სხვა გზას პატიმრის ციხიდან გამოსაშვებად - ეს სიტუაციას აფუჭებს, მაგრამ მე მგონია, რომ როგორც არ უნდა ეცადონ პოლიტიკური პარტიები ამ სიტუაციის გაფუჭებას თვითონ ჩანან სასაცილოდ.

ერთი შანსი ციხიდან ღირსეულად გამოსვლის შესახებ არის გაშვებული - ეს არის გირაოს გადახდა ევროკავშირის მიერ. თუ ჯერ კიდევ არსებობს ამის მოტრიალების შანსი ეს უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივად იწყებს ამოქმედებას ამნისტიის აქტი იმიტომ, რომ შეთანხმება არის, რომ ეს ადამიანი გარეთ იყოს. ჩემი აზრით, არანაირი დამატებითი დაფნის გვირგვინი არ მოჰყვება ნიკა მელიას, რაც უფრო დიდხანს გაჩერდება ახლა ციხეში, მით უფრო ცინიკურად გამოიყურება გარეშე დამკვირვებლისთვის ეს ამბავი, სერიოზულობას დაკარგავს, ეს გახდება ანეგდოტების საგანი როგორ ეხვეწებოდა ევროკავშირი გამოდი ციხიდანო და არ გამოდიოდა და თან იძახის, რომ პოლიტპატიმარი ვარო - ეს იქნება არასერიოზული, მე ამის მეშინია, მე ნიკა მელიას ადგილას ამაზე ვინერვიულებდი იმიტომ, რომ ყველას ესმის, რომ ნიკა მელია მალე იქნება გარეთ, შესაბამისად, უკანონო პატიმრის ტრაგიკულობამ რაღაცნაირად მეორე გვერდზე გადაინაცვლა. მე მინდა, რომ ეს პროცესი სწრაფად მორჩეს, მანამდე მორჩეს, ვიდრე ამნისტიის საკითხი დადგება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს