დავით ზალკალიანი, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა, სადაც მინისტრები რუმინეთ-პოლონეთ-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის მონაწილეობას მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ეს კარგ შესაძლებლობას იძლევა რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე მსჯელობისთვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თურქეთს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისა და აღნიშნული საკითხების მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნებისთვის.

უწყების ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის, მათ შორის იმ მნიშვნელოვან სტრატეგიული ხასიათის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაშიც ორივე ქვეყანა აქტიურად არის ჩართული.

„განიხილეს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაესვა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების ცალსახა მხარდაჭერას. მხარეები კიდევ ერთხელ მიესალმნენ საქართველოს ინიციატივას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სამშვიდობო პლატფორმის შესახებ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ოფიციალური თბილისის პოზიცია რეგიონული ხასიათის სხვადასხვა ფორმატებთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ აუცილებელია მასში მონაწილე ყველა მხარის კონსტრუქციული, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება.

რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს გლობალური პანდემიის მიუხედავად ქვეყნებს შორის ურთიერთობების და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკა, სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები და მიღწეული შეთანხმებები. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა ასევე აქტიურად იმუშაონ საქართველოსა და თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს უახლოეს პერიოდში გამართვის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა