თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას განცხადებაზე - თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი

"ხინკალზე დავნიძლავდითო" თქვა ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ - თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს. ამით თაკო ჩარკვიანი პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

როგორც ჩარკვიანი „ფეისბუქზე“ წერს, სასჯელია, როცა „საკანონმდებლო ორგანოში „ხინკალზე ნიძლავის“ იქით ვერ მიდიან“.

„ღმერთო, ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში, ანუ, კანონები, ვინც უნდა მიიღოს, "ხინკალზე ნიძლავის" იქით ვერ მიდიან, ახლა მოვუსმინე იაგო ხვიჩიას ნიძლავი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ "ესენი " ყველანი პარლამენტში" შევლენ თუ არაო , "ესენი" ანუ „ნაცმოძრაობა“ , მე -„კანონი და სამართალი“, შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტები“,“ევროპული“, ელენე ხოშტარია.

"ხინკალზე დავნიძლავდითო" თქვა ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ (გამიხარდა, ხინკალს თუ ჭამდა, არ ვიცოდი) ღმერთო რა, ამდენი "კანონდებილი" მართლა სასჯელია. თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი“, - წერს ჩარკვიანი.

ცნობისთვის, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტიის „კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ.

როგორც ხვიჩია აცხადებს, აღნიშნულზე მას და „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი აქვთ დადებული.

„მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა, ასე ვამბობ მე, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე”, - განაცხადა ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემში „360 გრადუსი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო