დედამიწის დღესთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები ჩატარდა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები მოეწყო, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად შეუერთდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გორის მერიიდან აცნობეს, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა გორიჯვრის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ნაპირები.

"დასუფთავების აქციებში მერიასთან აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი CENN. გორის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ ჩვენი გარემო და ნუ დავაბინძურებთ დედამიწას.

22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება ტარდება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს