იენს სტოლტენბერგი - კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, მივესალმე საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც სტოლტენბერგი წერს, სატელეფონო საუბრისას განიხილეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი.

„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მივესალმე საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი და ჩვენი საერთო შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების თაობაზე. მადლობა გადავუხადე საქართველოს მიერ ავღანეთში ჩვენი მისიის მხარდაჭერისთვის“, - წერს სტოლტენბერგი "ტვიტერზე".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა