თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, არაერთი მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა