მიხეილ ჩხენკელი - წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც კი შეგვიძლია ერთმანეთს ვუსახსოვროთ

წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც კი შეგვიძლია ერთმანეთს ვუსახსოვროთ”,- ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას წიგნის დღეს ულოცავს და კამპანიაში #აჩუქეწიგნი ჩართვისკენ მოუწოდებს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში თითქმის 20 წელია წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე მსოფლიო ლიტერატურის გენიოსებს უკავშირდება. იუნესკოს მიერ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე 1995 წელს გამოცხადდა და ის 1996 წლის 23 აპრილიდან აღინიშნება.

საქართველოში ეს დღე წიგნის ჩუქების დღედაც დაწესდა, რაც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის შესანიშნავი ინიციატივაა. წიგნი ხომ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც კი შეგვიძლია ერთმანეთს ვუსახსოვროთ. დარწმუნებული ვარ, ნაჩუქარი წიგნი თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე განსაკუთრებული სახსოვარია.

ჩემი თხოვნაა, ჩაერთოთ კამპანიაში #აჩუქეწიგნი, თქვენთვის ძვირფას ადამიანებს გაუკეთეთ სასიამოვნო საჩუქარი და აუმაღლეთ მოტივაცია, რომ იკითხონ “, - აღნიშნავს მინისტრი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს