შს მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მააიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, განსაკუთრებით შემდეგ სფეროებში: საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულების სისტემა.

უწყების ცნობით, ნიდერლანდების ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ნიდერლანდების მხარის ურყევ მხარდაჭერას.

ელჩმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პანდემიის პერიოდში ნიდერლანდის მხარისთვის და ნიდერლანდების მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების გამო.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობასა და ურთიერთობის შემდგომი განვითარების გეგმების დასახვაზე ისაუბრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა