დავით ჭიჭინაძე - ისე უნდოდათ პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი ტანჯვად ექცათ - ზოგი გაიბუტა და ვითომ პოლიტიკიდან წავიდა, ზოგმა დაიძინა, ზოგმა გაიღვიძა

ისე უნდოდათ პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი ისეთ ტანჯვად ექცათ - ზოგი გაიბუტა და ვითომ პოლიტიკიდან წავიდა, ზოგმა დაიძინა, ზოგმა გაიღვიძა და ზოგმა ვაჭრობა არასოდეს დაასრულა, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხარჯზე მოინდომა საკუთარი მომავლის მოწყობა-დალაგება.

“მთავრობამ დაიჭირა, მერე ოპოზიციამ ხელი მოაწერა და ახლა დაიწყეს ვითომ კანონების დაცვა, მაშინ, როდესაც თავიდანვე უკანონოდ დაჭირეს. ქვეყანა, სადაც ფაქტობრივად მძევლებით ვაჭრობა მიღებულია, თან ამ ყველაფერში მონაწილეობს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, არაფორმალური მმართველიც და ფორმალურიც. ახლა კი, ამ რეალობაში ოპოზიციის ნაწილიც რომ შევა პარლამენტში და იმ ამნისტიაზე იმუშავებენ, რომელიც ნიკა მელიასთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რა ხდება შემდეგ, ლარის კურსი ჩამოვა ქვემოთ, ეკონომიკა წავა წინ, პირდაპირ ნატო-ში შევალთ და ზოგადად, დასავლური ქვეყანა გავხდებით, ეს ყველაფერი ამ „ქართული ოცნების“ ხელში? მოკლედ, ძალიან კარგი დოკუმენტია, რასაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, პირდაპირი ლუსტრაციაა, ვინ იცავს ხალხის ინტერესებს და ვინ - საკუთარს. აბა, მთლიანად ნიკა მელიას ხარჯზე მოინდომეს ამათმა საკუთარი მომავლის მოწყობა-დალაგება, ისე უნდოდათ პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი ისეთ ტანჯვად ექცათ - ზოგი გაიბუტა და ვითომ პოლიტიკიდან წავიდა, ზოგმა დაიძინა, ზოგმა გაიღვიძა და ზოგმა ვაჭრობა არასოდეს დაასრულა“,-განაცხადა ჭიჭინაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის