ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში შეხვედრები გამართეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში შეხვედრები გამართეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე, სპეციალისტი, ზაზა კირეულიშვილი და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ და გურიის სამმართველოების უფროსები, ოზურგეთის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს, ალეკო მამეშვილს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის დროს, ალეკო მამეშვილმა რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით მოქმედ პროგრამებზე ისაუბრა, ძირითადად, ყურადღება გამახვილდა არასამთავრობო და კერძო სექტორის მიერ თანადაფინანსებით განხორციელებულ ბიზნეს-პროექტებზე, სადაც ვეტერანები არიან დასაქმებულნი.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, მხარეებმა აღნიშნულ საკითხში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაც დაისახეს მიზნად.

„ადგილობრივმა ვეტერანებმა მათ მიერ წამოწყებულ მცირე ბიზნესზე ისაუბრეს, რომელთაც ეტაპობრივი განვითარება სჭირდება. საუბარი შეეხო ტექნიკა-ტექნოლოგიით აღჭურვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს. ვეტერანები, მეტწილად, მევენახეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობისა და მეფრინველეობის ბიზნესში არიან ჩართულები.

პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის წარმომადგნელებმა, ვეტერანებს, ბიზნეს-გეგმის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით კონსულტაცია გაუწიეს. შეხვედრის დროს ასევე დაიგეგმა ''ვეტერან ფერმერთა ასოციაციის'' ჩამოყალიბებაც, რომელიც უზრუნველყოფს მჭიდრო ურთიერთკავშირს დონორ კომპანიებთან, რათა დაფინანსება გამარტივდეს და ბიზნესმენ ვეტერანებს შეეძლოთ, თავიანთი საქმიანობის განვითარება“,-აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს