ლევან იოსელიანი - პარლამენტში ხშირად მეტროთი დავდივარ - როგორც კი დათბება, სკუტერით ვივლი

პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის განკუთვნილი პრივილეგიებიდან პრაქტიკულად არაფერს ვიყენებ - პარლამენტში ძირითადად პირადი მანქანით დავდივარ და ძალიან ხშირად დავდივარ მეტროთი, რადგან უფრო ჩქარა მივდივარ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი დათბება, პარლამენტში სკუტერით ივლის. როგორც იოსელიანმა განმარტა, ის ვიცე-სპიკერებისთვის განკუთვნილი უპირატესობიდან სარგებლობს მხოლოდ იმით, რომ ჰყავს სამდივნო სამი თანამშრომლით, რომელიც საკანონმდებლო პროექტებზე მუშაობაში ეხმარებიან.

“პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის განკუთვნილი პრივილეგიებიდან პრაქტიკულად არაფერს ვიყენებ, თუ არ ჩაითვლება ის, რომ ცოტა დიდი ოთახი მაქვს, ვიდრე სხვა დეპუტატებს. არ ვიყენებ მანქანასა და ბენზინის ხარჯს - შესაბამისად, არ მყავს მძღოლი. არ ვიყენებ ტელეფონის ხარჯს. ამ ყველაფერზე უარი ვთქვი არა რაღაც პოპულისტური მიზნებით არამედ, იმიტომ, რომ არ ვთვლი, კაცს, რომელიც საბურთალოზე ცხოვრობს, სჭირდება სახელმწიფოს დახმარება რუსთაველის გამზირზე მოსასვლელად. ამას თავადაც ვახერხებ - მყავს პირადი მანქანა, სკუტერი და მათ შორის მყავს ცხენიც“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო