გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ "ნაცმოძრაობის" მხრიდან გამოყენებულია, ის დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა ვაია, არ გამოვა - ვუია

"ლელოს" მოწადინება, რომ მელიას გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად "ლელომ"მოაწერა ხელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ "ლელო" ბრიუსელში მართავს შეხვედრებს, სადაც ნიკა მელიასთვის თავდებად ევროპარლამენტარების დადგომის საკითხს განიხილავს.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ბოლოდროინდელ კომენტარებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მასზე გადატეხეს ჯოხი, ის გულგატეხილია და მიხვდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოყენებულია.

„ამ შემთხვევაში, ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს - გამოვა ვაია, არ გამოვა - ვუია. რაც შეეხება "ლელოს" მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად "ლელომ" ხელი მოაწერა. საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების კომენტარები ვნახეთ, რომ ქვეყანა ვერ გადაყვება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა ციხიდან. ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს