გურამ მაჭარაშვილი - თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხი ნამდვილად არ არის არც შეთანხმების აქტში და არც ოპოზიციის საქმე

თამარ ჟვანია საკმაოდ კომპეტენტურია და საარჩევნო პროცესებს კარგად უძღვებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ცესკოს რეფორმირების პარალელურად, უნდა გადადგეს თუ არა თამარ ჟვანია.

მაჭარაშვილის თქმით, შეთანხმება ჟვანიას გადადგომას არ ითვალისწინებს და ამ საკითხზე გადაწყვეტილება თავად ჟვანიას მისაღებია.

„მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ნამდვილად არ არის არც შეთანხმების აქტში და არც ოპოზიციის საქმე. მთავარია, რომ ცესკო-ს ფორმირება ისე მოხდება, როგორც ეს შეთანხმებაში წერია,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო