დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრები შეხვედრაზე მიესალმნენ საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობას პოლონეთ-რუმინეთ- თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში.

მათი შეფასებით, მინისტერიალი კარგი საშუალებაა რეგიონისთვის აქტუალური უსაფრთხოების თემების განსახილველად და ასევე, წარმოადგენს აღნიშნული ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას ორივე ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მხრივ საქართველო-პოლონეთის წარმატებულ თანამშრომლობას და საერთაშორისო ასპარეზზე პოლონეთის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ისე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა ასევე პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე “ღია კარის” პოლიტიკის კონტექსტში.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ამ მხრივ აღინიშნა ეუთოში პოლონეთის მოახლოებული თავმჯდომარეობის როლი და იმედი გამოითქვა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში პრიორიტეტულ საკითებს შორის შენარჩუნდეს საქართველოს ოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხი.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განიხილეს თანამშრომლობის ყველა აქტუალური მიმართულება, ხაზი გაესვა პოლონეთთან არსებული თანამშრომლობის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პოლონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობისა და შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების მხრიდან შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობა. მან პოლონეთის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს, როგორც პოლონეთის დიდი მეგობრის და რეგიონში მთავარი პარტნიორის მიმართ“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო